13:29 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 14:09:54, 919 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის უწყებამ დედამიწის საერთაშორისო დღე გამწვანების აქციით აღნიშნა

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

გარემოსდაცვით ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც ჩაერთო. ჯარისკაცებმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე, წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის ეზოში მარადმწვანე ხეები დარგეს.

დედამიწის დღე მსოფლიოში პირველად 1970 წელს აღინიშნა. ეს დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

საქართველო გარემოსდაცვით ღონისძიებას 1990 წელს შეუერთდა და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის აქციებში, რომლის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ასევე სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.   საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ყოველწლიურად გამწვანებისა და დასუფთავების სხვადასხვა აქციაში აქტიურად მონაწილეობენ. 

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics