12:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 14:38:07, 2697 ნახვა

პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჭიქა ესროლა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის 2016 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის  ემზარ კვიციანის განცხადებას მოჰყვა. კერძოდ, ოპოზიცია ითხოვდა, ფრაქციების მოხსენებები და გამოსვლები ღია ყოფილიყო. ემზარ კვიციანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ როდესაც უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია ზის დარბაზში, მნიშვნელობა არ  აქვს, სხდომა დახურული იქნება თუ ღია“.

კვიციანის განცხადებას ბოკერიას მხრიდან ღიმილი მოჰყვა, რამაც დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია.

მცდელობის მიუხედავად, მანდატურის თანამშრომლებმა დეპუტატებს   ერთმანეთთან მისვლის საშუალება არ მისცეს, თუმცა კვიციანმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს წყალი შეასხა, შემდეგ კი, ბოკერიას ჭიქა ესროლა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics