05:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 14:16:35, 2152 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სოზარ სუბარი: დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება

„ყოველი ჩასვლა არის უკანონო, მაგრამ  წინა ჩასვლებსა და დღევანდელ ჩასვლას შორის რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ არის, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ გასაგონად ვამბობ“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს.

მინისტრის თქმით, ოკუპირებულ  ტერიტორიაზე რუსეთის ე.წ. საელჩო დღეს არ გახსნილა.

 „2008 წლის ოკუპაციის შემდეგ,  რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული წარმონაქმნები, აბსოლუტურად უკანონოდ და აბსოლუტურად არალეგიტიმურად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. საელჩო დღეს არ გახსნილა, საელჩო გაიხსნა მაშინვე და მას  შემდეგ  ლავროვი  უკვე მეოთხედ ჩავიდა. ყოველი ჩასვლა არის უკანონო, მაგრამ წინა ჩასვლებსა და დღევანდელ ჩასვლას შორის რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ არის. ამას ვამბობ „ნაციონალური მოძრაობის“  გასაგონად. დეოკუპაცია მოხდება აუცილებლად.  დეოკუპაციას სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარება და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც არის მყარი და არ იცვლება წლების განმავლობაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics