05:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 12:05:34, 2016 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დემონსტრაციული დარღვევაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დემონსტრაციული დარღვევაა. 

თალაკვაძის თქმით, ქართული მხარე რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავოს. 

„რამდენადაც ჩემი აფხაზი მეგობრებისგან ვიცი, აფხაზეთში ლავროვის ვიზიტს დიდი აღფრთოვანება და სიხარული არ მოჰყოლია, რადგან აფხაზეთში კარგად ხედავენ, რომ რუსული ოკუპაციის შედეგი ამ რეგიონის განვითარების შეფერხებაა მაშინ, როცა ამ რეგიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს აფხაზ ძმებს უფლება აქვთ, რომ საკუთარი რეგიონი განავითარონ და უკეთესი ცხოვრება და პირობები ჰქონდეთ. ისინი ხედავენ, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში, ეს პროცესი მთლიანად შეფერხებულია მოყოლებული კონფლიქტის დაწყების დღიდან ამ დრომდე. საგარეო უწყებამ რეაგირება მოახდინა და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაა. რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია გვაქვს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics