17:59 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 15:48:15, 488 ნახვა

პოლიტიკა
ძიძიგურის ინფორმაციით, დაღუპული პოლიციელბის ოჯახების კომპენსაციასთან დაკავშირებით, კანონპროექტი პარლამენტს 2 კვირაში წარედგინება

საპარლამენტო უმრავლესობის ზვიად ძიძგურის განცხადებით, მთვრობას დაღუპული პოლიციელბის ოჯახების ყოველთვიურ კომპენსაციასთან დაკავშირებით ინიციატივა ჰქონდა. 

მისივე თქმით, ამ თემასთან  დაკავშირებით „პოლიციის შესახებ“  კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ერთ-ორ კვირაში წარედგინება. 

„მთავრობას აქვს, ჰქონდა ინიციატივა, რომელიც კანონპროექტად არის გადაქცეული.  სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებსთვის, რომლებიც  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაიღუპნენ, არის ყოველთვიური კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით, ასევე, კანონპროექტის თანახმად,  ათასივე ლარი იქნება იმ პოლიციელების ოჯახებისათვის, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე  რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობასა და პარლამენტს შორის აქტიური კომუნიკაცია და კონსულტაცია მიმდინარეობდა. ეს კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში, როგორც პრემიერმა თქვა, 1-2 კვირაშიწარედგინება“, - აღნიშნა ძიძგურმა. 

ცნობისთვის,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პავლე კუბლაშვილმა  პარლამენტში პოლიციელებისათვის სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კანონპროექტი დღეს შეიტანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics