|
2015-04-08 14:46:59, 424 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია საკრებულოში წლიური ანგარიშით გამოდის
თბილსის საკრებულოში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია წლიური ანგარიშით გამოდის. ანგარიშის წარდგენისას დავით ნარმანიამ მერიის მიერ განხოცირცელებულ პროექტებზე, პროგრამებზე და სამუშაოებზე ისაუბრა. მისივე თქმით, დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი სრულფასოვნად შესრულდა და 2015 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად დაიგეგმა. „8 თვის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 300 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის გზას. ავარიული შენობა-ნაგებობების სამუშაოები ინტენსიური რეჟიმით მიმდინაროებს. მათი ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატება. როგორც რაიონული, ასევე საქალაქო მნიშვნელობის გზები საკმაოდ მნიშვნელოვანი ტემპით და ხარისხით იგება. ჩვენ 25 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ საგზაო სამუშაოებზე“, - აღნიშნა ნარმანიამ. მისივე განცხადებით, დედაქალაქში შენდება ახალი სპორტული და საბავშვო მოედნები. როგორც კეთილმოწყობის სამსახურის, ასევე რაიონების გამგეობების მხრიდან. „ინტენსიურად იქმნება საზოგადოებრივი სივრცეები. გარე განათება იცვლება ახალი თანამედროვე ენერგოდამზოგავი ლედგანათების სისტემით. დედაქალაქს ექნება მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე ცივილური სისტემა. ამასთან, თბილსის სხვადასხვა უბნებში მოეწყობა მრავალსართულიანი პარკინგები. მიმდინარეობს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სისტემის ოპტიმიზაცია. დინამო არენის რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯამში დინამო არენას განახლებისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია იდება, საიდანაც 14 მილიონ ლარამდე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)