|
2015-04-08 14:21:14, 402 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი დასრულების სტადიაშია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, უწყების მხრიდან სამომავლო გეგმების გადახედვა მოხდება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ ჯანელიძემ პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი დასრულების სტადიაშია. „მინდა ავღნიშნო, რომ დასრულების სტადიაში იმყოფება საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. მინდა მადლობა მოგიხადოთ იმ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის, რომელიც არეგულირებს ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვისა და კორდინაციის წესს. შესაბამისად, ამ კონონის რეგულაციის შემდეგ, მოხდება დოკუმენტის განახლება, თავდაცვის უწყების მხრიდან მოხდება სამომავლო გეგმების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება მასში საჭირო ცვლილებების შეტანა“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)