07:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 12:23:51, 2123 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბაშიშვილი: პრეზიდენტის ფუნქციები მცირდება, იცლება პირდაპირი არჩევის წესი და პრეზიდენტი რჩება ადმინისტრაციის გარეშე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ, ერთობლივ დოკუმენტს აფასებს და აცხადებს, რომ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, როცა პრეზიდენტს უმცირდება ფუნქციები და მისი არჩევის პირდაპირი წესი არაპირდაპირით იცვლება,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის დადანაშაულება კომისიაში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან კონსპირაციულ შეთქმულებაში აზრს მოკლებული და არალოგიკურია.

„საკონსტიტუციო კომისიამ მასში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მიიღო დოკუმენტი როგორ მცირდება პრეზიდენტის ფუნქციები, როგორ იცვლება პირდაპირი არჩევის წესი არაპირდაპირით, როგორ უქმდება უშიშროების საბჭო, როგორ რჩება პრეზიდენტი ადმინისტრაციის გარეშე - ეს დოკუმენტი კომისიის იმ წევრებმა მიიღეს ერთობლივად, რომლებთანაც კონსპირაციულ შეთქმულებებში გვადანაშაულებდნენ. და სად არის აქ ლოგიკა? - თუ ასეთი ტიპის კონსპირაციულ შეთქმულებებს ვალაგებთ, გამოდის, რომ ჩვენ ვალაგებთ იმ კონსტიტუციურ პროექტს, რომელიც ამ კომისიამ მიიღო", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხადებით, როდესაც უმრავლესობა თვითიზოლაციაშია და სხვისი აზრის გათვალისწინებაზე ცალსახად უარს ამბობს, სხვადასხვა სახის კონსპირაციული შეთქმულებების თეორიები ჩნდება.

„ერთ-ერთი ასეთი მთავარი კონსპირაციის თეორია ჩამოყალიბდა სწორედ ისე, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ჩვენ, თურმე, ვესაუბრებით საკონსტიტუციო კომისიის წევრებს სხვადასხვა შეთქმულების თეორიებზე, კომისიის დატოვებაზე და ა.შ.  რაც აშკარად, ლოგიკასაა მოკლებული", - განაცხადა  აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics