|
2015-04-08 12:12:09, 413 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი შიხიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ თვითმმარველობის არჩევნებში კოალიციის საარჩევნო სიის 1 ნომრად სახელდებოდა
ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ კოალიციის ერთ - ერთ შეკრებაზე წარდგენილ საარჩევნო სიაში პირველი ნომერი თავად, ხოლო მე-7 ნომერი გია უდესიანი იყო. როგორც შიხიაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო სიის ნომერთან დაკავშირებით, მის მიმართ გავრცელებული ინფორმაციები ფანტაზიის ნაყოფია. "არ ვყოფილვარ და ყველა ის ინფორმაცია, რაც ამის შესახებ იყო ნათქვამი არის ტყუილი. უდესიანის შესახებ ნათქვამიც დიდი ტყუილია, არც ყოფილა ამაზე მმართველ გუნდში კონსულტაციები არასდროს, არც ერთხელ.მე ძალიან მაოცებს ადამიანების ფანტაზიის უნარი.როცა ამას ფანტაზიაც აღარ ქვია სამწუხაროდ",-განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა. ცნობისთვის, გაზეთ ,, ქრონიკა +“ რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ კოალიციის ერთ - ერთ შეკრებაზე ზვიად ჯანყარაშვილმა საარჩევნო სია წარადგინა, რომელშიდაც პირველი ნომერი ირაკლი შიხიაშვილი იყო. ხოლო მეშვიდე ნომერი პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გია უდესიანი. კილაძის ინფორმაციით, შიხიაშვილისა და უდესიანის სიაში მოხვედრა კალაძემ შუშის სასახლეში ივანიშვილთან გააპროტესტა და მხოლოდ ამის შემდეგ აღარ მოხვდნენ ისინი საარჩენო სიაში. კილაძის განცხადებით, ამ შეხვედრაზე ჯანყარაშვილმა განაცხადა, რომ სია ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)