|
2015-04-08 10:14:31, 396 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ნუ ეცდებიან ფარისევლები, ჩვენი გაკეთებული საქმე მიიწერონ
მთავრობას დაღუპული პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების სოციალური დახმარების გათანაბრების თაობაზე კანონპროექტი უკვე მზად აქვს და მას პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაუგზავნის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. აღნიშნული განცხადებით პრემიერი ოპონენტებს გამოეხმაურა, რომლებიც ინიციატივით გამოვიდნენ, რომ დაღუპული პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების სოციალური დახმარებები გათანაბრდეს. პრემიერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" სცდილობს, მთავრობის გაკეთებული საქმე მიიწეროს. "აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, ჩვენი მოსვლის დღიდან პოლიციელებისთვის და სამხედროებისთვის განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინეთ და სოციალური დახმარება მნიშვნელოვნად გავზარდეთ. მე გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ე.წ. ოპონენტის გამოსვლა და მისი მოწოდება თითქოს, მათი ინიციატივაა, რომ გავუთანაბროთ დაღუპული პოლიციელების მდგომარეობა, სოციალური დამხარება სახმედროების მდგომარეობას. მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები 9 წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში და მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ. 100 000 ლარიანი დახმარება ეს არის ჩვენი ინიციატივა.ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის, იმიტომ რომ იმის დროს დაენიშნა ერთჯერადი კონფესაციის სახით, 100 000 ლარი გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებს. აქვე გეტყვით, რომ პოლიციელებისთვის რაც ჩვენ ამ 2 წლის განავლობაში გავაკეთეთ ეს არის შემდეგი: მრავალშვილიან თანამშრომლებს დავუნიშნეთ დახმარება, ასევე დაქორწინების, ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ან შვილის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება.2013-2014 წლებში ჩვენ 7მლნ 700 000 ლარი გამოვყავით ამისათვის. ასევე სამედიცინი მკურნალობის ხარჯები გავაორმაგეთ, პოლიციელებისა და მათი ოჯახის წევრების სამკურნალო ხარჯები გავაორმაგეთ.მათ, ვისაც ესაჭიროება ოპერაციები საზღვარგარეთ ვუფინანსებთ მკურნალობას. ამისათვის წელიწადში იხარჯებოდა დაიხარჯება 3მლნ.ჯამში 6 მლნ 200 000 ლარია დახარჯული ბოლო 2 წლის განამვლობაში. ეს რაც მანამდე არ იყო.ამის ნახევარიც კი არ იყო.ხელფასები გავუზარდეთ პატრულ ინსპექტორებს, მესაზღვრეებს, რაც მანამდე არ იყო და უამრავი წახალისება გვაქვს. მრავალშვილიანი პოლიციელების დახმარება 4 შვილის შემთხვევაში 250 ლარი, 5 შვილის შემთხვევაში 395 ლარი და ზევით 500 ლარიანი დახმარება.როგოც ჩანს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ინფორმაცია მიუვიდათ და შეიტყვეს, რომ კანონპროექტი ჩვენ მზად გვაქვს, რომ მოხდეს გათანაბრება პოლიციელების, რომლებიც დაიღუპნენ ომში, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს კრიმინალთან ბრძოლაში, რომ გავუთანაბროთ დაღუპულ სამხედროებს.ჩვენ ვართ მზად, რომ კანონპროექტი უახლოეს 1-2 კვირაში გადავუგზავნოთ პარლამენეტს. ნუ ეცდებიან ფარისევლები მიიწერონ ის, რაც მათ არ გაუკეთებიათ არასოდეს მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ და არ გაუკეთებიათ. ასე რომ, ჩვენს გაკეთებულს მაინც ნუ მიიწერენ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)