|
2015-01-13 15:09:15, 2075 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მზადაა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსულტაციების გზით შეირჩეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსულტაციების გზით შეირჩეს. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციების თვალსაზრისით, პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ღიაა. პრეზიდენტი ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩაერთონ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, რაც მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საუკეთესო კანდიდატის დასახელებაში დაეხმარება. „არც კონსტიტუციით, არც მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტს კონსულტაციების განხორციელების ვალდებულება არ გააჩნია. ამ კანდიდატურების დასახელება, მისი პირდაპირი პრეროგატივაა, თუმცა ჩვენ ნათლად ვაჩვენებთ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ვართ ღია კონსულტაციებისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ღიაა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. უკვე იწყება კონსულტაციები. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, როგორც სამოქალაქო სექტორში, ასევე პარლამენტში, ჩაერთონ ამ კონსულტაციებში და თავისი პოზიცია გაგვიზიარონ. ეს ჩვენ დაგვეხმარება იმ მიზნის განხორციელებაში, რომ დავასახელოთ საკუეთესო კანდიდატი. მე დაინტერესებული ვარ, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის და ექსპერტების შეხედულებით. ბუნებრივია გადაწყვეტილების სირთულე პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ინსტიტუტს დააწვება, მაგრამ კონსულტაციები ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)