23:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 11:40:29, 2424 ნახვა

მსოფლიო
CNN: ჰომსის გუბერნატორის ინფორმაციით, სამხედრო იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ჰომსის გუბერნატორის ტალალ ბარაზის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაზე განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა, - ამის შესახებ CNN იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობა იმ სოფლის სიახლოვეს ცხოვრობენ, რომელიც ალ შაირათის ავიაბაზასთან ახლოს მდებარეობს.

სირიის ადამიანის უფლებების დამცველი სადამკვირვებლო ორგანიზაცია გუბერნატორის განცხადებას იზიარებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 4-ვე დაღუპული სირიის არმიის ოფიცერია.

ცნობისთვის, ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 60 "Tomahawk"-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.

თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics