13:19 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 16:03:22, 2309 ნახვა

სამართალი
გუკა რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულმა გუკა რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

როგორც  რჩეულიშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა, ის  თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. 

"ბრალდებას რაც შეეხება, ასე ორი სიტყვით ვერ ვილაპარაკებ ბრალდებაზე. მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა, დეიდა ციხეში. ძაან ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ",-განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა. 

პროკურორებმა დღევანდელ პროცესზე, ცხრათვიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით სასამართლოს სთხოვეს, რომ გამოეყენებინათ საგარანტიო ბერკეტი 50 000 ლარი და გუკა რჩეულიშვილისთვის პასპორტი ჩამოერთვათ.

 პროკურორების განმარტებით, ამ ბერკეტით ისინი ბრალდებულის სასამართლო პროცესებზე გამოცხადებას უზრუნველყოფენ, ხოლო პასპორტის ჩამორთმევის შემდეგ გუკა  რჩეულიშვილის მიმალვის საფრთხე აღარ იქნება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, რჩეულიშვილი პატიმრობიდან 30 000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics