|
2015-04-06 19:47:09, 434 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: პარლამენტში „იარაღის შესახებ“ კანონპროექტი ჰაერშია გამოკიდებული
„ჩვენ კანონების გამკაცრებით რა თქმა უნდა შეგვიძლია დანაშაულს ვებრძოლოთ, მაგრამ ეს არ კმარა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პატრულის თანამშრომელის მოკვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე შეფასებით, აუცილებელია დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიებს გადაეხედოს. „მინდა პირველ რიგში იმ ტრაგედიას გამოვეხმაურო, რომელიც დასრულდა პოლიციელის სიკვდილით. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და მე ვიცი, რომ არც ერთი პოლიციელის, ძალოვანის, საზოგადოების წევრის გულში მისი ხსოვნა დავიწყებული არ იქნება. ჩვენ კანონების გამკაცრებით რა თქმა უნდა შეგვიძლია ვებრძოლოთ დანაშაულს, მაგრამ ეს არ კმარა. ამ ტრაგედიის შემდეგ გამიკვირდა, რომ დღემდე პარლამენტში „იარაღის შესახებ“ გამკაცრებაზე კანონის პროექტი ჰაერშია გამოკიდებული. ალბათ დროა, რომ იარაღთან დაკავშირებით ის წესები გამკაცრდეს, რისი შემოთავაზებაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ უნდა გადავხედოთ რა თქმა უნდა დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიებს, ოღონდ ისე, რომ არ დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები , რათა საქართველო არასდროს არ დაუბრუნდეს ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, გუშინ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია პოლიციელის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიციელის უფლებამოსილებების გასაზრდელად კანონპროექტი უნდა მომზადდეს. შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ცნობისთვის, გუშინ შემთხვევის ადგილას სპეცოპერაცია განხორციელდა, სადაც სამართალდამცველებმა გარდაცვლილი პოლიციელის სავარაუდო მკვლელის პირად ნივთებს მიაგნეს. მოგვიანებით, პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ჩამდენი პირის ფოტო გამოაქვეყნა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)