04:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 14:42:18, 1759 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება იყო გზავნილი მსოფლიოსთვის

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტიციების და თითეული თქვენგანის აღიარება, რომ თქვენ, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გაქვთ საქართველოს პასპორტი, გაქვთ თავისუფლება გადაადგილდებოდეთ ევროკავშირის მასშტაბით,  შედიოდეთ თავისუფლად, მაშინ როდესაც ეს არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროკავშირისთვის"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. 
 
მინისტრის განცახდებით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა გამოწვევებით სავსე პერიოდში მიიღო, როდესაც დიდია მიგრაციული ნაკადი. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ამ ყველაფრის ფონზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაფორმება იყო მნიშვნელოვანი განაცხადი ევროკავშირის მხრიდან. 
 
"საქართველომ ყველა რეფორმა გაატარა და მიუხედავად ევროკავშირში არსებული მიგრაციული კრიზისისა, ჩვენ ეს დავიმსახურეთ და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სწორედ ამიტომ, დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჟღერდა, რომ მიუხედავად  მიგრაციული კრიზისისა, ევროკავშირი ღიაა საქართველოსთვის. ეს იყო მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის. ეს იყო ძალიან პოზიტიური , 28 მარტი იყო საქართველოს ზეიმის დღე ბრიუსელში, სადაც ყველა აღნიშნავდა, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ , რამდენად სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა ის ევროკავშირისთვის"- განაცხადა მინისტრმა.
 
ვიზა ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ქუთაისს ეწვია. საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი იმერეთის რეგიონში,  საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics