04:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 10:25:50, 1703 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი კახა კახიშვილს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავებისთვის მადლობას უხდის. 

როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცვლილებათა პაკეტს სამინისტროს მუშაობაში თვისობრივი ცვლილებები შეაქვს და მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ მაქსიმალურად მეტი იცოდეს. 

„ეს რეფორმები არის სწორედ ერთ-ერთი ის მიმართულება, რითაც ჩვენმა მთავრობამ ნამდვილად უნდა იამაყოს და მინდა მადლობა გადაგიხადოთ. გარკვეულწილად, საქართველოს სახეა ის, როგორ ექცევიან ქვეყანაში თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებს. ეს არის უდიდესი ცვლილება, რომელიც 2012 წლის არჩევნებმა მოიტანა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს მიმართა, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს. 

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში - 20 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულების სფეროში არაერთი უპრეცენდენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს. ცვლილებათა პაკეტი ბოლო წლებში დაწყებული სისტემური რეფორმების გაგრძელებაა და მისი მიზანია პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება, ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics