04:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 09:37:31, 1775 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო გახდეს ჭეშმარიტად ცივილიზებული სამყაროს წევრი

მინდა, სრული პასუხისმგებლობის გრძნობით განვაცხადო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვან თარიღს - 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს.

პრემიერის შეფასებით, ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ერმა, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ხმა მისცა და საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დამოუკიდებლობას.

„ამ პროცესსა და უდიდეს მიღწევას სათავეში ედგა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელსაც დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. დღეს, როდესაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით, ეს თარიღი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მინდა, სრული პასუხისმგებლობის გრძნობით განვაცხადო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics