03:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 18:47:11, 2039 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

ვიზალიბერალიზაციის ისტორიული ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ვიზიტით ევროპის პოლიტიკურ ცენტრს-ბრიუსელს ეწვია. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართა.  დონალდ ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.

გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა მიულოცა.

პრემიერის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი მოტივაციაა ქვეყანაში დადებითი ცვლილებების განხორციელებლად. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics