|
2015-04-06 13:38:28, 374 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში და დაიცავით პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე
მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული უფლება, რომ დაიცვათ უსაფრთხოება და პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა. პრემიერი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილი პოლიციელი, ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელის ოჯახის წევრებს და ექიმებს გაესაუბრა. „დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა ექიმებს, რომ 6 საათიანი ოპერაციის შემდეგ შესძლეს მისი გადარჩენა და იმედი მაქვს სტაბილურად წარიმართება მკურნალობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მანვე მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი პოლიციელის გამო და ძალოვან სტრუქტურებს კრიმინალთა ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა. „მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციელის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მამის გმირობაზე ოცნებობდა. ეს არის ტრაგედია ჩვენთვის და მინდა გულით მივუსამძიმრო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა თანამშრომელს ღირსეული პოლიციელის დაკარგვის გამო. რაც შეეხება ფაქტის შეფასებას, ეს არის ყოვლად ამაზრზენი, სიტყვები არ მყოფნის ამ არაადამიანური ქმედების შესაფასებლად. კრიმინალმა ჯერ ბორჯომში მოკლა ერთი პოლიციელი, ახლა მეორე. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და მასზე ხელის აღმართვა“, - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავის დაკავება დროულად მოხდება.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)