02:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 12:30:18, 2066 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენი მოქალაქეები ევროპაში კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ

"ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხის ერთსულოვნების, შრომისა და მოთმინების შედეგია.

„ჩვენმა ხალხმა უკვე მრავალჯერ დაადასტურა თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, თანმიმდევრული, მიზანმიმართული და ქმედითი პოლიტიკით, შესაძლებელი გახდა, ამ პრაქტიკული და სიმბოლური შედეგის მიღწევა. წლების განმავლობაში, პარლამენტში იქმნებოდა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი ბაზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ფუნდამენტია. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ შრომატევად საქმეში და იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთივე შემართებით განვაგრძობთ სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ.

„ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ჩვენი მოქალაქეები ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ ევროპაში. ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება უზრუნველყოფს არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების თავისუფლებას.  საგულისხმოა, რომ ევროკავშირი აღნიშნავს დაფუძნების 60-წლისთავს. მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის მშენებლობის 60 წელს. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ოცნებას და მისწრაფებას, მეტი ძალისხმევით ვიზრუნოთ თანამედროვე ევროპის, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის და წავახალისოთ ადამიანების ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანსაღი გარემო, შრომის ღირსეული პირობები და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics