23:36 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 13:39:19, 1801 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
დოლიძე: მოქალაქეები, რომლებიც დეპორტირებული არიან, უვიზო მიმოსვლით გარკვეულ შემთხვევაში ისარგებლებენ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დეპორტირებული არიან, უვიზო მიმოსვლით გარკვეულ შემთხვევაში ისარგებლებენ.

როგორც ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის კომიტეტის სხდოომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თუკი მოქალაქემ შენგენის ზონაში მძიმე დანაშაული ჩაიდინა და მისი დეპორტაცია ამით იყო განპირობებული, მას უვიზოდ მიმოსვლის უფლება არ ექნება. 

დოლიძემ უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეკითხვას უპასუხა. დეპუტატი დაინტერესდა, ისარგებლებენ თუ არა უვიზო რეჟიმით რეადმისირებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები.

”გააჩნია რისთვის იყვნენ დეპორტირებული. თუკი მუხლი შეეხებოდა ძალიან მძიმე დანაშაულს, მათ აღარ ექნებათ უვიზო რეჟიმით სარგებლობის საშუალება. თუმცა თუკი ადამიანმა ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნის ვადას გადააცილა 10-15 წლის წინ და გაუკეთეს დეპორტაცია, შესაძლოა ისარგებლოს. დოგმატური აღარ არის. ხანდაზმულობის ვადა ყველაფერს აქვს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics