|
2017-03-14 12:52:10, 1779 ნახვა
კომენტარი
აბესაძე: „გაზპრომთან“ წარმოებული ქვეყნისთვის საზიანო მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს, გაზის ტარიფი გაიზრდება
"ქართული ოცნების” მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგად კომუნალური ტარიფები შემცირების ნაცვლად მუდმივად იზრდება, - ასე გამოეხმაურა ”მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე გაზის ტარიფის შესაძლო გაზრდას. როგორც აბესაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, პარლამენტში შეიქმნას ფორმატი, სადაც კახა კალაძე ვალდებული იქნება გამოცხადდეს. "”გაზპრომთან“ წარმოებული ქვეყნისთვის საზიანო მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს, გაიზრდება გაზის ტარიფი და ბუნებრივია, რომ კალაძეს არ სურს გასცეს შეკითხვებს პასუხი, რატომ გაიზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ კომპანიაზე, რატომ დაზარალდა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები და ამ ყველაფრის გამო რატომ უნდა გადაიხადოს უფრო მეტი კომუნალური ტარიფი მოსახლეობამ საკუთარი ჯიბიდან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შეიქმნას ფორმატი, სადაც ბატონი კალაძე ვალდებული იქნება გამოცხადდეს და როგორც დღეს არღვევს მოქმედ კანონმდებლობას, შემდგომში არ ჰქონდეს შესაძლებლობა კანონმდებლობის დარღვევით თავი აარიდოს საზოგადოების შეკითხვებზე პასუხის გაცემას, იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც მისი არასწორი ნაბიჯების გამო მოსახლეობის გაღარიბებას გულისხმობს. ნათელია, რომ ბატონი კალაძე და საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სხვადასხვა მოლაპარაკებებისას საზოგადოების ინტერესების დაცვას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის საჯაროდ პასუხობდეს არსებულ კითხვებს. კვირიკაშვილმა და ივანიშვილმა ვერ შეძლეს სახელმწიფო ინტერესების დაცვა რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ”,- აცხადებს ირაკლი აბესაძე.
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)