18:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 12:53:25, 1873 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციას წარმოადგენს

 „ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული.

  „ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი.იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებსაც დღემდე  არ ეძლევათ საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას წარმოადგენს უცხო სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია, შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვაზე“,-ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი მიმართავს საერთაშორისო   საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვას საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაცია.

„კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისაკენ“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები ტარდება.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics