|
2015-04-03 12:38:54, 544 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტში კომისიის შექმნას ითხოვს
„თავისუფალი დემოკრატები“ საჰაერო უსაფრთოების შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ აღნიშნული პარტიის ლიდერმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრიფინგზე განაცხადა. ალასანიას თქმით, პარტიის მოთხოვნაა, პარლამენტში შექმნილმა კომისიამ შეისწავლოს თუ რატომ არ მოწერა ხელი საფრანგეთში ამ ხელშეკრულებას. „რადგან ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და ღიად, ამ პოლემიკაში დეტალურად მე ვერ შევალ პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ უახლოეს პერიოდში შეიტანენ პარლამენტში შესაბამის მოთხოვნას, რომ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მომეორანდუმი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება. ამის შესწავლის შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატები“ უკვე საზოგადოებას მიმართავენ, როდესაც დაიდება ეს დასკვნა, რასთან გვაქვს საქმე. ვიდრე პოლიტიკურ სრულ უნდობლობას გამოვუცხადებთ პრემიერ-მინისტრს, მე მინდა ასეთი შესწავლა საქართველოს პარლამენტმა ჩაატაროს“, – აღნიშნა ალასანიამ. ცნობისთვის, ირაკლი ალასანიამ რამდენიმე ხნის წინ განახადა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტისად მინდია ჯანელიძემ მას დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა. ჯანელიძემ ამ ბრალდებას უპასუხა და აღნიშნა, რომ მან ალასანიას სთხოვა, აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერის პროცესი გადაედო და არა გაეუქმებინა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)