06:28 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 20:04:40, 2388 ნახვა

სამართალი
გვარამია: საქმე ”რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპის მართლმსაჯულების ისტორიაში შევიდა

საქმე "რუსთავი2 საქართველოს წინააღმდეგ" შევიდა ევროპის მართლმსაჯულების ისტორიაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნა, დროებითი ღონისძიების გაგრძელების შესახებ, ერთხმად და უვადოდ იქნა დაკმაყოფილებული.

„მინდა, გაცნობით ძალიან მაგარი ახალი ამბავი - საქმე "რუსთავი2 საქართველოს წინააღმდეგ" შევიდა ევროპის მართლმსაჯულების ისტორიაში. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გაგრძელების შესახებ ერთხმად და უვადოდ იქნა დაკმაყოფილებული.

რუსთავი 2 ჩვენია, მეგობრებო, ყველა იმ ადამიანის, რომელიც აქ ვართ. მე მინდა, მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, რუსთავი2-ის ნამდვილად გმირულ გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს არა იმიტომ, რომ თავი შეინარჩუნოს აქ და ხელფასები აიღოს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ გამცნოთ თავისუფალი სიტყვა და თქვენ გამყოფოთ საქმის კურსში, თუ რა ხდება ქვეყანაში“, - აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics