11:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 18:44:28, 1697 ნახვა

პოლიტიკა
იაპონია ცხინვალში დაგეგმილი „რეფერენდუმისა” და აფხაზეთში „გადასასვლელი პუნქტების” დახურვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

იაპონია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომლითაც იგეგმება საქართველოს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლა, ასევე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანის უფლებებს, - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია . 
 
იაპონური მხარე კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერი მცდელობის დაუშვებლობას.
 
„იაპონიის მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქვეყნისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გაავრცელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics