|
2017-02-28 16:29:11, 1875 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე პანამის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა 34-ე სესიის ფარგლებში შეხვდა პანამის დელეგაციას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ლუიზა ნავარო ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე საქართველოსა და პანამას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები აღინიშნა, სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას ხაზი გაესვა. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მინისტრმა ორი ქვეყნის საერთო მახასიათებელი აღნიშნა - სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის სახით და მხარეებმა გამოხატეს დაინტერესება ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა პანამის დელეგაციას გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო, რაც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს პანამური ბიზნესისთვის. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მიმართულებით.
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)