|
2017-02-21 12:08:11, 2313 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
მთავრობა საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნების კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენს
მთავრობა საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრინ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს საქართველოს მთავრობაზე წარვადგინეთ ჯამში 17 კანონისგან შემდგარი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებას. 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტებში ცვლილება, რომლის მიხედვით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა გადასულიუყო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან. ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდა მათი გასაჩივრება, შესაბამისად, რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ბოლო პერიოდის ცვლილებების შედეგად მიგვაჩნდა, რომ საფინანსო ზედახმედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში, აქედან გამომდინარე, აღარ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას და პარლამენტს წარვუდგენთ პირველანდელი სახით იმ კანონპროექტებს, რომელიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობას“,- აღნიშნა ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)