05:24 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 12:13:43, 3025 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: დასავლეთი რუსეთის პროვოცირებას ცდილობს

"დასავლეთი რუსეთის პროვიცირებას ახდენს, თუმცა სპეცსამსახურებს დიალოგი სჭირდება",- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, მხარეებს შორის დიალოგის აღდგენა, რუსეთის სპეცსამსახურების, ამერიკელი კოლეგებისა და ნატოს ქვეყნების ინტერესებშია. კრემლის ლიდერის განმარტებით, რომ დიალოგის შეწყვეტაში რუსეთს ბრალი არ მიუძღვის.

პრეზიდენტმა ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფოებმა საერთაშორისო ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ. პუტინს არც ნატოს კრიტიკა დავიწყებია. მისივე თქმით, დასავლეთ რუსეთის მის კონფრონტაციაში ჩათრევას ცდილობს. 

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მედია საშუალებები რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ხელს უშლიან.

ცნობისთვის, რუსულ სახელმწიფო ტელეკომპანიებს დონალდ ტრამპის შესახებ დადებითი ინფორმაციის გავრცელება აეკრძალათ

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics