|
2017-02-11 10:19:01, 2690 ნახვა
მსოფლიო
CNN: დონალდ ტრამპზე კომპრომატები არსებობს
აშშ-ის სპეცსამსახურებმა მიიღეს დადასტურება, რომ ქვეყნის პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე კომპრომატები არსებობს, - ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ცნობით, მიღებული ინფორმაცია „უხამს ბრალდებებს არ შეიცავს“. საქმე ეხება სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ „საუბარს რუსეთის ოფიციალურ პირებსა და ქვეყნის რიგით მოქალაქეებს შორის“. აღინიშნება, რომ ეს საუბრები თითქოს ამტკიცებს ფაქტს, ზოგიერთი შეხვედრის შესახებ, რაზეც მოხსენებაშია საუბარი. როგორც CNN-ი წერს, ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ რუსები, რომლებიც ანგარიშში არიან მოხსენიებული, მართლაც ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, თუმცა ვერ დადასტურდა, რომ ისინი ტრამპზე საუბრობდნენ. ამასთან, წყარო აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები თითქოს მოიპოვებდნენ ინფორმაციას, რომელიც ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ იყო მიმართული და ტრამპს უჭერდნენ მხარს. წყაროს თქმით, ამერიკული მხარე მაინც ვერ მიხვდა რუსეთს ბოლოსდაბოლოს აქვს თუ არა კომპრომატები ტრამპის წინააღმდეგ. თეთრი სახლის პრესსპიკერმა შონ სპაისერმა კვლავ კატეგორიულად ურყო ტრამპის მიმართ არსებული ბრალდება. ცნობისთვის, 11 იანვარს ვებგვერდმა BuzzFeed-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ რუსეთს აქვს კომპრომატები ტრამპის წინააღმდეგ. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ 2013 წელს ბიზნესმენი იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც დაბინავდა სასტუმრო „რიც კარლტონის“ საპრეზიდენტო აპარტამენტებში, (ამ სასტუმროში ოდესღაც ბარაკ და მიშელ ობამებიც ცხოვრობდნენ) სადაც შეხვდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს. ტრამპმა ეს ბრალდება უარყო და ამ მოხსენებას „შპიონაჟის ჩავარდნა“ უწოდა. მან ასევე პირობა დადო, რომ BuzzFeed-ს დასჯიდა. კრემლში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არავითარი კომპრომატი არ არსებობს და ეს „სისულელეა“. პუტინმა ტრამპის მიმართ არსებულ კამპანიას „მეძავობა“ უწოდა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)