|
2017-02-03 16:01:41, 4712 ნახვა
პოლიტიკა
რუსმა რესტავრატორებმა ბედიის ტაძარში ქართული ფრესკები გაანადგურეს - (ფოტო/ვიდეო)
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის ტაძარში, რუსმა რესტავრატორებმა ბედიის ტაძარში ქართული ფრესკები გაანადგურეს. როგორც "ექსპრესნიუსს" აცნობეს, ტაძარში კედლები სრულად გაილესა და უნიკალური ფრესკები ჩამოიფხიკა. ამასთან ექსკლუზიურად მოწოდებულ ფოტოებში და ვიდეოში ჩანს, რომ განადგურებულია ბაგრატ მე-III-ის უძველესი ფრესკა. ასევე დაზიანებულია ღვთისმშობლის ფრესკა. სხვა დანარჩენი ფრესკები თეთრი ბათქაშით არის დაფარული. გარდა ამისა, საკნები ამოშენებულია ბლოკით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბედიის ტაძარზე ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები და ორნამენტები დამტვრეულია და ტაძრის ეზოში ყრია. ტაძარშივეა დაყრილი ე.წ "რესტავრაციისთვის" გამოყენებული ცემენტის ტომრები და სამუშაო იარაღები. მიმოფანტულია ჩამონგრეული ქართული ორნამენტები. აღნიშნული ფრესკის განადგურება ე.წ "რესტავრაციული სამუშაოების" მიმდინარეობისას მოხდა და მას რუსეთის ფედერაციიდან უცნობი "რესტავრატორები" ახორციელებდნენ. რუსი რესტავრატორები აცხადებდნენ, რომ ტაძრის კედლის გამაგრებას გეგმავდნენ, თუმცა შედეგად კედელი, რომელზეც ფრესკა იყო ჩამოინგრა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი გაგოშიძე ამბობს, რომ ფრესკების აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ცნობისთვის, ბაგრატ მე-III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეა (975-1014 წლებში).
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)