21:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 11:43:34, 1312 ნახვა

პოლიტიკა
სუს-ი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე მათი მხრიდან ზეწოლის შესახებ ბრალდებებს „არასერიოზულს“ უწოდებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე მათი მხრიდან ზეწოლის შესახებ ბრალდებებს "არასერიოზულს" უწოდებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

"ასეთი განცხადებები არასერიოზული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც "რუსთავი 2"-ის საქმეს განიხილავენ, მათ საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზეწოლას სუს-ი ახორციელებს და მისი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics