|
2017-02-01 17:30:36, 2265 ნახვა
სამართალი
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის წიონააღმდეგ სარჩელი გაიგზავნება
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ეცნობება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სეოკ-ის გენერალური მდივნობის კანდიდატმა მაია აზარაშვილმა განუცხადა. მაია აზარაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სეოკ-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ინფორმირებული იქნება, დემოკრატიულობის ხარისხს აამაღლებს. „საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი არის ერთი დიდი ოჯახის წევრი, ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. რა თქმა უნდა ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვაცნობოთ. ვფიქრობ, ამით ჩვენი დემოკრატიულობის ხარისხი უფრო აიწევს და ჩვენი რეპუტაცია უფრო გამყარდება. დარწმნებული ვარ სასამართლო გაარკვევს ყველაფერს და ეს პრობლემები მოგვარდება. ჩვენთვის მთავარია ქართულ სპორტს თავისი იერსახე შევუნარჩუნოთ, დავრჩეთ კანონიერების ფარგლებში და არ დავკარგოთ ზომიერება“,- განაცხადა მაია აზარაშვილმა. ამავე საკითხთან დაკავშირებით სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინება უკვე ითარგმნება, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უახლოეს მომავალში წარედგინება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: „სეოკ-ის 2016 წლის 23 დეკემბრის სესიამ გამოკვეთა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აშკარად თაღლითური მეთოდით იყო მმართველობის შენარჩუნებისთვის ორგანიზებული სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მზადების მარათონი. საეჭვო გახდა სეოკ-ის ვებგვერდზე დალეგატთა გვარ–სახელების–მათი წარმომავლობის გარეშე გამოქვეყნების განზრახულობაც. სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია, იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის“,- აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში. (NS)
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)