|
2015-03-31 10:04:52, 397 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ნინო გვენეტაძე დაესწრება
პარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაეწსრებიან. რაც შეეხებათ მთავრობის წევრებს, როგორც პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა გუშინ ბიუროზე განაცხადა, პარლამენტი მათ სხდომაზე დასწრებას ვერ დაავალდებულებს. „სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მინისტრს მოსვლის და დასწრების შესაძლებლობა ექნება, მაგრამ ამას პარლამენტი მათ ვერ დაავალდებულებს“, – აღნიშნა ძიძიგურმა. პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება 13:00 საათზე დაიწყება. ის დებატების ფორმატში არ გაიმართება. გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ფრაქციების თავჯდომარეები პრეზიდენტის ანგარიშთან დაკავშრებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთვქამენ. თითოეულ მათგანს 15 წუთი დაეთმობა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)