|
2017-01-30 19:36:14, 1392 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ტორბიორნ იაგლანდთან საკონსტიტუციო ცვლილებები და სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის მიმდინარეობა განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანისუფლებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს. ტორბიორნ იაგლანდმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს მხარდაჭერა საქართველოსთან თანამშრომლობასა და იმრეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. „ყურადღება გავამახვილეთ საკონსტიტუციო პროცესზე. ვიმედოვნებთ, რომ იგი ყოვლისმომცველი და ყველასათვის მისაღები იქნება და წარმოადგენს ფართოპლატფორმას პოლიტიკური საქმიანობისა და ინსტიტუციური მშენებლობისათვის. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ მართლმსაჯულების რეფორმაზე. ძალიან კარგია, რომ ის შესაბამისობაში მოვა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან. ჩვენ განვიხილეთ ევროპის საბჭოს წვლილი ე.წ. ნდობის აღდგენის მექანიზმში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება დადებითად აფასებს. ჩვენ ვფიქრობთ, როგორ გავაძლიეროთ ამ მხრივ მუშაობა და როგორ შევძლოთ მუდმივი მონიტორინგის განხორციელება. ეს ძნელია, მაგრამ მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანის უფლებების დაცვა ევროპის საბჭოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორისაფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში", - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში მიმდინარედემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებებით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა ტორბიორნ იაგლანდს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია გამართა. „შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის, რომ ევროსაბჭო დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებით და დემოკრატიულიინსტიტუტების გამყარებით" , - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეოურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტისსაპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში კონსტანტინე კორკელია დაესწრნენ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)