18:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 13:45:38, 1807 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იაგლანდი: მინდა მივულოცო საქართველოს ის პროგრესი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, ევროპა საქართველოში რეფორმების პროცესს მხარს უჭერს.

როგორც იაგლანდა აღნიშნა, საბჭო ფოკუსირებულია, რომ სასამართლოს რეფორმის პროცესშიც საუკეთესო როლი შეასრულოს.

„მინდა მივულოცო საქართველოს ის პროგრესი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, ევროპა მხარს უჭერს საქართველოში რეფორმების პროცესს, როგორც ეს სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. ფოკუსირებული ვართ, რომ საუკეთესო როლი შევასრულოთ სასამართლოს რეფორმის პროცესში. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი და მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს სურს, მჭიდროდ იმუშაოს ვენეციის კომისიასთან," - განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.

ამასთან, იაგლანდის ინფორმაციით, მან საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის შემუშავებაში დახმარება შესთავაზა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics