18:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 11:56:10, 1808 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტის არჩევის წესი მისი ფუნქციების შესაბამისი უნდა იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტოს უფლებების შეკვეცასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არსებითი მსჯელობა არ ყოფილა.

მისივე თქმით, თუ აღნიშნულ ინსტიტუტთან დაკავშირებით, კონკრეტული ცვლილებები მოხდება, ეს იქნება სამუშაო ჯგუფის და კომისიის ერთიანი მუშაობის შედეგი.

„საპარლამენტო მოდელისკენ ჩვენ კი არ ვიხრებით, არამედ საპარლამენტო მოდელი რეალურად უკვე გვაქვს ქვეყანაში. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში საპარლამენტო მოდელი კიდევ უფრო გაძლიერდება. შესაბამისად, ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია მორგებულია ამ მოდელზე და საპარლამენტო მოდელის გრძელვადიან შემდგომ განმტკიცებაზე. დღეს პირველი შეხვედრაა ჯგუფის, რომელიც განიხილავს მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებს. კონკრეტული ცვლილებები თუ მოხდება პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშრებით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფის და კომისიის ერთიანი მუშაობის შედეგი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, თალაკვაძის შეფასებით, ეს უნდა იყოს მისი ფუნქციების და პოლიტიკური როლის შესაბამისი.

„თუ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო მოდელის შემდგომი განმტკიცებისკენ, რასაც კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა ეთანხმება და ამაზე გარე კონსესუსიც არსებობს, ბუნებრივია მოგვიწევს მსჯელობა კომისიის ფარგლებში რომ არსებული სისტემა გადაიხედოს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics