18:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 22:29:53, 3438 ნახვა

პოლიტიკა მსოფლიო
დონალდ ტრამპი ტერეზა მეის შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ტერეზა მეი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელსაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში თეთრ სახლში მასპინძლობს.

როგორც ცნობილია, შეხვედრის მთავარი თემა ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სავაჭრო ურთიერთობები და გლობალური გამოწვევებია. 

ტერეზა მეის თეთრ სახლში სტუმრობას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ბრიტანელი ჟურნალისტები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის აშშ-ში ვიზიტისას ახლავს, თეთრ სახლში არ შეუშვეს. 

როგორც "ბი-ბი-სი" იუწყება, ამის მიზეზი შტატებში არსებული ადამიანის დაბადების თარიღის შევსების განსხვავებული ფორმატია, სადაც ევროპისგან განსხვავებით, ჯერ თვე, შემდეგ კი დაბადების რიცხვი და წელი იწერება.

შეგახსენებთ, ხვალ, დონალდ ტრამპი ევროპის სხვა ლიდერებს ტელეფონით გაესაუბრება. მათ შორის იქნებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი. ცნობილია, რომ ხვალ სატელეფონო საუბარი შედგება შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics