19:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 14:22:04, 1717 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: ნატოს სამიტზე ოპონენტების კრიტიკა მხოლოდ სპეკულაციაა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ნატოს სამიტთან დაკავშირებიტ ოპონენტების კრიტიკა მხოლოდ სპეკულაციია.

ვინაიდან, როგორც მდინარაძემ განმარტა, თუ მომავალ სამიტში მონაწილეობას მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები მიიღებენ ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ საქართველო სამიტზე წარმოდგენილი ვერ იქნება.

"ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, ამასთან დაკავშირებით არის მხოლოდ სპეკულაცია. რადგან, თუ ამ სამიტში მონაწილეობას მიირებენ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები, მაშინ ბუნებრივია, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას და ესაა მარტივი პასუხი", - აღნიშნა მამამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ევროპული საქართველო“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, თუ საქართველო სამიტზე არ გამოჩნდება, ეს აღქმული იქნება როგორც ქვეყნის კურსის ცვლილება.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო 2017 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება, ვინაიდან, სამიტი ვიწრო ფორმატში გაიმართება და მას მხოლოდ წევრი ქვეყნები დაესწრებიან. სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ფორმებისა და გეგმების შემუშავებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ნატოს რეალობაში არსებობს პრეცენდენტი, როდესაც მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ, რათა მათი ურთიერთობის ფორმები დაესახათ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. აღნიშნული ბუშის არჩევის შემთხვევაში განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics