17:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 17:30:30, 1928 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგო რატიანი: სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ საკუთარი ჯარისკაცი მტერ ქვეყანას არ გადაეცეს

„სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და მისმა ქმედებამ ჩვენი ჯარისკაცი პატიმრობაში დატობა“,-ასე გამოეხმაურა  ფრაქცია „ევროპული საქართველოს“  თავმჯდომარე სერგო რატიანი ქართველი მებრძოლის გია ცერცვაძის პატიმრობაში წინასწარ დატოვებას.

რატიანის თქმით, პარადოქსულია ვითარება, როდესაც ოპოზიცია ყველაფერს  აკეთებს იმისთვის, რომ ჯარისკაცი გათავისუფლდეს.

,,პარადოქსული ვითარებაა, როდესაც ოპოზიცია, კერძოდ  ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ  ჩვენი ჯარისკაცის გასათავისუფლებლად, მეორეს მხრივ კი, სახელმწიფო არ ზრუნავს ამისთვის და არ უფრთხილდება იმას, რომ საკუთარი ჯარისკაცი მტერ ქვეყანას არ გადაეცეს.  სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და მისმა ქმედებამ ჩვენი ჯარისკაცი პატიმრობაში დაუცველი დატოვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდეს, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევა არის უმნიშვნელოვანესი. პირდაპირი კავშირი უნდა იყოს უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებთან და  პროკურატურასთან. უკრაინის ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ სახელმწიფო ზრუნავს და მოითხოვს ამ ადამიანის არგადაცემას და გათავისუფლებას, რაც არ არსებობს. როდესაც ჩვენ  ხელი მოვაწერეთ თავდებობის წერილს, იგივე არ გააკეთეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა. ეს ნიშნავს, რომ გია ცერცვაძის პატიმრობა  მათთვის პირველი რიგის საკითხიარ არის“,-განაცხადა სერგო რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics