10:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 18:49:33, 1197 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ივანიშვილმა ისეთი სისტემის ფორმირებას ჩაუყარა საფუძველი, რაც შეცდომის დაშვების მეტ საშუალებას უქმნის

„ქვეყნის აღმშენებელობაში უდიდესი წვლილის შემტანმა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი არჩევანი გააკეთა პოლიტიკური სისტემის ფორმირების პროცესში, რომ სამწუხაროდ ეს სისტემა მისი ან სხვების შეცდომების დაზღევევას კი არ მოახდენს, პირიქით წაახალისებს“,-ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა Tv-პირველს განუცხადა.

„ადამიანები შეცდომებს ძირითადად ვუშებთ ხოლმე ძალიან კეთილი ზრახვებით, ამიტომ შეცდომისგან არავინ არ არის დაზღვეული. მე სწორედ ის მაწუხებს, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში უდიდესი წვლილის შემტანმა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი არჩევანი გააკეთა პოლიტიკური სისტემის ფორმირების პროცესში, ისეთ სისტემას ჩაუყარა საფუძველი და გაამაგრა, რომ სამწუხაროდ ეს სისტემა მისი ან სხვების შეცდომების დაზღვევას კი არ მოახდენს, პირიქით წახალისებას. მას ეს სისტემა უქმნის შეცდომების დაშვების მეტ საშუალებას, რომლითაც შესაძლოა თავისივე აშენებულის დაზიანებაც გამოუვიდეს. ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილმა თავისი აშენებული, თავადვე დაანგრია. მიხეილ სააკაშვილს, რომ არ დაეშვა კატასტროფული შეცდომები მაშინ მისი აშენებულის მშენებლობაც გაგრძელდებოდა“,-განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics