|
2017-01-17 18:05:22, 1344 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი ენმ-დან წამოსულებზე: მათთან სიამოვნებით ვიქნებოდი კონკურენტულ რეჟიმში
„ეს ხალხი აპირებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დარჩეს, ამიტომ მათთან სიამოვნებით ვიქნებოდი ქართულ პოლიტიკაში კონკურენტულ რეჟიმში“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა Tv-პირველთან საუბარში განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ახალი ძალა, რომელთან ერთადაც ის პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, სხვა პარტიებთან განადგურების რეჟიმში არავითარ შემთხვევაში არ იქნება. „ჩვენ ცალკეულ საკითხებზე, რომელზეც შესაძლოა აღმოგვაჩნდეს საერთო ინტერესი ვიქნებოდი თანამშრომლობის რეჟიმში. ზუსტად ასეთივე რეჟიმში ვიქნებოდი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რომელთანაც ის ახალი ძალა, რომელზეც ვსაუბრობ, იქნება კონკურენტულ რეჟიმში და არავითარ შემთხვევაში განადგურების რეჟიმში. ჩვენ სხვებს უნდა ვაჯობოთ არჩევნებში, მაგრამ არჩევნებში ჯობნის შემდეგ მათთან ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე - „ვინ აირჩია განადგურების გზა? ეს „ოცნების“ გზაა ?“, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გზა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია და იგივე მიზანი სხვა მეთოდებით დაისახა „ქართულმა ოცნებამ“. „ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გზაა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია. „ოცნებამ“ იგივე მიზანი სხვა მეთოდებით დაისახა, საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ ლტოლვა სხვა არაფერია თუ არა სხვების განადგურება და მოცილება. ეს არის არასწორი პრაქტიკა, ამას დავარქმევდი სახელისუფლებო ფუნდამენტალიზმს ანუ სწრაფვა მონოპოლიიისკენ, სწრაფვა ყველაფრის დამორჩილებისკენ.სამწუხაროდ, ამ გზას დაადგა „ქართული ოცნება“. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ ბურუსიდან „ოცნების“ ელიტა გამოერკვევა და არ დაუშვებს ყველაზე უფრო კატასტროფულ შეცდომას“, - დასძინა დავით უსუფაშვილმა.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)