10:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 21:49:03, 1383 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე: დიდი მასივი გაიწია გვერდზე და გაიხსნა ახალი გზა, ეს მხოლოდ დადებითი მოვლენაა

დიდი მასივი გაიწია გვერდზე და გაიხსნა ახალი გზა, ეს მხოლოდ დადებითი მოვლენაა, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-დან უკვე ყოფილი თანაგუნდელების წასვლას.

როგორც "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, პარტიაში დარჩა ის ხალხი, ვისაც სჯერა იდეის და გამარჯვების.

„მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ასე ხდება ხოლმე ასეთ სიტუაციაში, რომ რაღაც ნაწილმა ჩვენი თანამებრძოლების დაკარგა რწმენა იდეის, დაკარგა რწმენა გამარჯვების, დაკარგა რწმენა იმისა, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით, შეიძლება არც არასოდეს არ სჯეროდა მათ ნაწილს იმისა, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით. ამიტომ ასეთი ხალხი, როცა პარტიაზეა საუბარი, ჯობია პარტიაში არ იყოს. ხშირად იყო, რომ სჯობდა შერიგებულიყავით, ესე არ ხდება, პარტია ეს არის ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომლის ფუნქციაა შეცვალოს პოლიტიკური რეალობა. ეს მხოლოდ შესაძლებელია, თუ ის არის იდეოლოგიურად და იდეურად სუფთა, დარწმუნებულია იმაში, რასაც აკეთებს, თუ ის მოქმედებს, როგორც ერთიანი ორგანიზმი. ახლა თუ იქ შიგნით მუდმივად გარკვევის და იმ ხალხს შორის, რომელიც მთავარ რაღაცაზე ვერ თანხმდება, როგორიც არის იდეა, პრაქტიკულად ეს მხოლოდ აზარალებდა პარტიას. დარჩა ის ხალხი, ვისაც სჯერა იდეის, ვისაც სჯერა გამარჯვების. ახლა დიდი ნაწილი, ვინც წინ არ უშვებდა ახალ ხალხს, იმ ხალხს, ვინც ამავე დროს მთელი ეს წლები შეინარჩუნა იდეისადმი ერთგულება, დიდი მასივი გაიწია გვერდზე და გაიხსნა ახალი გზა, ეს მხოლოდ დადებითი მოვლენაა, ამას მე სხვანაირად ვერ შევხედავ,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics