09:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 11:52:49, 1239 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
NDI: ევროინტეგრაციის კუთხით, მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, "ნაციონალური მოძრაობაა". 

გამოკითხვის თანახმად, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით) მოსახლეობის ამ შეხედულებასთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია "ნაციონალური მოძრაობაა" - 72%-ით, "ქართული ოცნება" - 52%, 48% - არცერთი პარტია, 54%-მა - სხვა პარტიები დაასახელა, 47%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 46% - პასუხისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება საკითხის - საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარს იტყვის, გამოკითხულთა 38%-მა მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი - სხვა პარტიები დაასახელა. 33%-მა "ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი, ხოლო 20% - "ნაციონალურ მოძრაობას", 31%-მა - პასუხისგან თავი შეიკავა, 28%-ი თვლის, რომ არცერთი პარტია არ დგას მოსახლეობის შეხედულებებთან ახლოს აღნიშნულ საკითხში, 22% კი კითხვაზე პასუხი არ იცის. 

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგეის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics