|
2017-01-13 12:37:07, 2263 ნახვა
ეკონომიკა
მაია მელიქიძე: გალარების ინიციატივა საკმაოდ კარგია, თუმცა მას გარკვეული რისკები ახლავს თან
პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე აცხადებს, რომ გალარების ინიციატივა საკმაოდ კარგია, თუმცა მას გარკვეული რისკები მოჰყვება. როგორც მელიქიძემ აღნიშნა, მთავრობას და პრეზიდენტს ჰქონდა სურვილი, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო. „იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ლარიზაცია რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო იმისთვის, რომ ხალხს უფრო მეტის გადახდა არ მოუწიოს. ზოგადად ეს ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, მაგრამ მას გარკვეული რისკები ახლავს თან. ასე მაგალითად, როდესაც ყველაფერი დაანონსდა, მოსახლეობას გარკვეული სესხები ჰქონდათ აღებული, უფრო კონკრეტულად საუბარია იპოთეკურ სესხებზე. ამან საკმაოდ დიდი დანახარჯი გამოიწვია, რადგან დოლარის კურსი მაშინ დაახლოებით 2.52 იყო, ეს კი 20 პუნქტით ნაკლებია. გაცვლითი კურსი იზრდება, შესაბამისად, მოსახლეობას ეზრდება სესხის ძირის გადასახადი. შესაბამისად, ჯამში ამ ინიციატივას დადებითად ვაფასებთ“, - განაცხადა მელიქიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)