|
2017-01-12 13:14:31, 1763 ნახვა
კომენტარი
ნარმანია ღამის კლუბებზე: პრემიერის დავალება დროული იყო
თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, ვარდების მოედანზე მდებარე კლუბებსა და ბარებთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებისთვის მიცემული პრემიერის დავალება დროული იყო. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თუ სადმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ხდება, ის უნდა აღიკვეთოს. „დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან პერიოდულად ისმის ამ საკითხთან დაკავშირებით წუხილი. ასე რომ პრემიერის დავალება ჩემი აზრით იყო დროული და ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ საკითხი იქნას შესწავლილი და თუ კი სადმე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ხდება უნდა იყოს აღკვეთილი. პერიოდულად იყო ამ საკითხზე რეაგირებები“,-აღნიშნა ნარმანიამ. ცნობისთვის, გუშინ, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა შს მინისტრს დაავალა, ვარდების მოედანზე მდებარე ბარებში არსებული ვითარებით დაინტერესდეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას საზოგადოების მხირდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც, პრემიერმა მოგვიანებით განცხადება განმარტა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)