|
2017-01-06 20:23:38, 1251 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: პრეზიდენტს არა ერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, რომ გიგი უგულავას უფლებები დაცულიყო
„როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პირველ რიგში, როგორც უფლებადამცველი მივესალმები გიგი უგულავას როგორც, ყოფილი პატიმრის გათავისუფლებას და თავისუფლებაზე ყოფნას“,-ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლებას "რუსთავი 2"-ის ეთერში. დოლიძის თქმით, იმისთვის, რომ ვიღაცას პოლიტპატიმარი დაერქვას სახეზე ბევრი თვისობრივი მაჩვენებლი უნდა იყოს. „ჩვენთვის გიგი უგულავას საქმე იყო ერთი სისხლის სამართლებრივი საქმე, თუმცა პრეზიდენტს მანამდე არა ერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, რომ დაცული ყოფილიყო ბატონი გიგის უფლებები და თავისულფებები. სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ დარიგებას იმ ტერმინის და იარლიყის, რასაც ჰქვია პოლიტპატიმარი. იმისთვის, რომ ვიღაცას პოლიტპატიმარი დავარქვათ, ამისთვის სახეზე უნდა იყოს ბევრი თვისობრივი მაჩვენებელი, მარტო ის, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არის ჩართული, მის მიმართ არის წაყენებული ბრალი, ამიტომ დავარქვათ საქმეს პოლიტპატიმრების საქმეს, მე ამას ვეწინააღმდეგები“,-განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)