|
2017-01-06 19:21:12, 1695 ნახვა
კომენტარი
უგულავა: გულსატკენია ის რაც ხდება, ბოლოს და ბოლოს, ამ პარტიის გამო ვიჯექი ციხეში
ჩემთვის ძალიან გულსატკენია ყველაფერი ის, რაც ხდება და რასაც ვხედავთ, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს ამ პარტიის გამო, 2-წელიწადნახევარი ციხეში ვიჯექი, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ე.წ მატროსოვის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს. "შევეხები ჩემთვის, ყველაზე მტკივნეულ საკითხს. აქ არიან ჩემი შვილები, ჩემი მეგობრები და მესამე, რაც მე გამაჩნდა ეს პარტია იყო, რომელშიც მე ამდენი ხანი ვიყავი. სხვა პარტიაში არც ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, მიშასთან შეხვედრას ვაპირებ, დაველაპარაკები და მერე, როგორც კი საშუალება მექნება შევხდები. ვაპირებ, ასევე ყველა ჯგუფს შევხდე, თუმცა, პირველ რიგში მიშას. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვიკეთებია ერთად და ბევრი რამ გვაერთიანებს. თუ არსებობს ნახევარი პროცენტი მაინც იმის შანსი, რომ ჩვენ ეს კრიზისი დავძლიოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. პროცესები ძალიან ღრმად არის წასული. პოზიციები უნდა შევაჯეროთ. მინდა ვთხოვო ყველა მხარეს თუ Facebook-ზე მებრძოლ ადამიანებს, აიღეთ საშობაო არდადეგები მეგობრებო, იქნებ 2-3 დღე დამაცადოთ. თუ შესაძლებლობა იქნება, ეს კრიზისი გავიაროთ და მე ამაში რაიმე წვლილი შევიტანო, ძალისხმევას არ დავიშურებ. მაგრამ, თუ ეს შეუძლებელია და ესეც გამოჩნდება, მაშინ ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა, ეს გაყოფა ასეთი სამარცხვინო ფორმით არ მოხდეს. ამ პროცესს გვერდიდან ვუყურებდი და ის ძალიან სასაცილოდ და სამარცხვინოდ ჩანდა", - განაცხადა უგულავამ. მისივე თქმით, პარტიის ყველა წევრმა უნდა გამოიჩინოს ნება და გაუცხოება დაძლიოს. "ძალიან კარგად მესმის, რომ ძველი ურთიერთობის ფორმები ვერ აღდგება და ეს ალბათ ლოგიკურია. დრო მიდის და ბევრ რამეს ცვლის. თუ ჩვენ ურთიერთობის საერთო პლატფორმას გამოვნახავთ, რომელიც ფოკუსირებული იქნება აწმყოზე და მომავალზე, ყველაფერია შესაძლებელი. უნდა დავძლიოთ გაუცხოება და გამოვიჩინოთ ნება. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ვცადო „პარტიის გადარჩენა“, - აღნიშნა თბილისის ყოფილმა მერმა. ცნობისთვის, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)