10:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 18:36:59, 395 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის საელჩოში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული გერმანიის მოქალაქეების გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა გერმანიის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ გერმანელ ხალხს.

ცნობისთვის, 24 მარტს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ავიაკატასტროფა განიცადა გერმანული ავიაკომპანიის „ჯერმან ვინგს“-ის თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ბარსელონადან დიუსელდორფში ასრულებდა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 142 მგზავრი, 2 პილოტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics