02:41 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 18:30:56, 1431 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის“ შესახებ რეზოლუცია 91 ხმით მიიღო

პარლამენტმა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის“ შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

რეზოლუცია პარლამენტმა 91 ხმით მიიღო. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დოკუმენტში ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტებია განსაზღვრული.

რეზოლუციის მიხედვით, პარლამენტი აცხადებს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ პრიორიტეტებს, მათ შორის როგორიცაა - ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დემოკრატიის ხარისხის განმტკიცება. 

დოკუმენტში საუბარია ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. 

რეზოლუციის მიხედვით, საქართველო გააგრძელებს რუსეთთან რაციონლური და პრინციპული პოლიტიკის გატარებას, რომლის მიზანიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics